სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უნგრეთის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზია ბუდაპეშტში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტი, რომელზეც ჰააგის სასამართლოს დაკავების ორდერი აქვს გაცემული. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აინტერესებს, თუ რატომ არ დააკავეს ბენიამინ ნეთანიაჰუ უნგრეთში ყოფნის დროს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიება უნგრეთის მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო. უნგრეთს საკუთარი პოზიციის დასაცავად მტკიცებულებების წარსადგენად ვადა 23 მაისამდე აქვს. ვიქტორ ორბანმა ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დრო განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დატოვებს, რადგანაც ჰააგის სასამართლო აღარ არის მიუკერძოებელი და ის პოლიტიკურ სასამართლოდ გადაიქცა.