ემუქრება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს საფრთხე? - Palitra News

ემუქრება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს საფრთხე?

2025-04-18 15:36:39+04:00

ემუქრება თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პროცესს საფრთხე? გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი საქართველოსა და გერმანიას შორის უვიზო მიმოსვლას „პრივილეგიას“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს საკითხი შესაძლოა ხელახლა განხილვას დაექვემდებაროს. გერმანელი დიპლომატის ამ განცხადებას შალვა პაპუაშვილმა უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 21 საუკუნეში ვიზალიბერალიზაციის საკითხით მანიპულირება არცერთ ქვეყანას ეკადრება. ამასთანავე, ოპოზიციურ პარტიებში განმარტავენ, რომ დასავლეთი საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებს, თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ სავიზო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებას.