აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომში ოფიციალურ ვიზიტზე დათანხმდა და იქ ყოფნისას ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც განიხილავს. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, დონალდ ტრამპმა მოწვევა მიიღო, რომ რომს უახლოეს მომავალში ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. მელონის აშშ-ში ვიზიტი ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის სატარიფო დავის ფონზე გაიმართა და ის დიალოგისა და ორ ლიდერს შორის კარგი ურთიერთობის გაძლიერებისთვის ხელშეწყობის მცდელობად აღიქმებოდა.