დათანხმდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რუსეთი. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის პასუხი ცნობილი გახდება. ტრამპის თქმით, ომში მონაწილე არცერთი მხარის ქმედებებით კმაყოფილი არ არის. პარალელურად, აშშ-ს პირველი პირი აცხადებს, რომ მინერალებთან დაკავშირებით უკრაინასთან შეთანხმებას აშშ ხუთშაბათს გააფორმებს. ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ტრამპის პოზიტიური მოლოდინების პარალელურად, გაეროში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ არსებული მოცემულობით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოხდება. უფრო ვრცლად, რას ამბობენ ლიდერები და როგორია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პროგნოზები.