შალვა პაპუაშვილი - უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა? - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს - ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?

2025-04-18 12:39:15+04:00

გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი საქართველოსა და გერმანიას შორის უვიზო მიმოსვლას პრივილეგიას უწოდებს და ამბობს რომ შესაძლოა ეს საკითხი ხელახლა განხილვას საჭიროებდეს. გერმანიის ელჩის განცხადებას შალვა პაპუაშვილი პასუხობს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს რომ დიპლომატის პოზიცია აროგანტულ ხასიათს ატარებს, მისივე განცხადებით 21-ე საუკუნეში ვიზალიბერალიზაციის საკითხით მანიპულირება არც ერთ ქვეყანას არ ეკადრება. ოპოზიციური პარტიები კი განმარტავენ რომ დასავლეთი საქართველოს მოქალაქეებს მხარდაჭერას უცხადებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებას არ გამორიცხავენ.