მორიგი სასანაქციო პაკეტი „ქართული ოცნების“ მისამართით ახლა უკვე პოლონეთის მხრიდან. პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. საგარეო უწყების მიერ გავრცებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები იმ პირებზე გავრცელდება, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიციური პარტიები ყურადღებას მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ პოლონეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები პასუხია რეპრესიებზე, რომელსაც "ქართული ოცნება" ახორციელებს. რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში