რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, შედეგად, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა - Palitra News

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, შედეგად, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა

2025-04-18 09:38:44+04:00

რუსებმა ხარკოვზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, შედეგად, ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ხარკოვის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ოსნოვიანსკის რაიონში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, ხარკოვზე დარტყმები კასეტური საბრძოლო მასალის მქონე ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა. დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და 30-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იმყოფებოდნენ. ხარკოვის გარდა, რუსებმა დილით ქალაქ სუმსაც დაარტყეს. ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტზე განხორციელდა.