აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით დროებით დევნილ ოჯახებს სააღდგომო ნობათი ურიგდებათ. პროცესში აფხაზეთის მთავრობის წევრები და წარმომადგენლები არიან ჩართული, რომლებიც სოციალურად მოწყვლად ოჯახებს ნობათს პირადად გადასცემენ. სააღდგომო ნობათს საქართველოს მასშტაბით 1000-მდე აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახი მიიღებს.