პროტესტის 141-ე დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა - Palitra News

პროტესტის 141-ე დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა

2025-04-18 09:35:17+04:00

უწყვეტი პროტესტის 141-ე დღესაც დედაქალაქის მთავარი გამზირი კვლავ გადაიკეტა. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. მოქალაქეები უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სწორედ ამის დამსახურებაა დასავლეთის მხრიდან “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გამკაცრება. საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტს, ტრადიციულად, საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარშიც შეუერთდა. პროტესტმა უწყვეტი ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე განაცხადა.