მსახიობების პროტესტის ახალ ტალღას ოპოზიცია და მესამე სექტორი დადებითად აფასებს. მათი თქმით, ხელისუფლების კულტურის სფეროსთან დაპირისპირება რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი გამოვლინებაა. ამბობენ, რომ “ქართულ ოცნებას” განსხვავებულად მოაზროვნე, პროტესტში ჩართული ადამიანების მიუღებლობა აქვს. მსახიობებმა პროტესტის ახალ ეტაპზე გადასვლა, რაც თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერის შექმნას გულისხმობს, მას შემდეგ დააანონსეს, რაც დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.