პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს - რას აცხადებენ ოპოზიციაში - Palitra News

პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს - რას აცხადებენ ოპოზიციაში

2025-04-18 09:32:13+04:00

პოლონეთი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების რვა წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. საგარეო უწყების მიერ გავრცებული ინფორმაციის თანახმად, შეზღუდვები იმ პირებზე გავრცელდება, რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან. ოპოზიციური პარტიები ყურადღებას მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ამახვილებენ. ამბობენ, რომ პოლონეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები პასუხია რეპრესიებზე, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს. ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას იმ ნაბიჯებზეც ამახვილებენ, რომელსაც პარტნიორები უახლოეს მომავალში გადადგამენ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ სანქცირებულთა სია გაფართოვდეს.