დღეს კულტურის სამინისტროსთან დავით დოიაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - ამის მიზეზი „ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან“ დოიაშვილის გათავისუფლება გახდა. უწყების შენობასთან შეკრებილმა მსახიობებმა, ხელოვანებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა შეიქმნება, რომელიც მაყურებელს გარეთ გამოიყვანს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილებმა კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა სამინისტროსთან მობილიზებულმა პოლიციელებმა მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. რას გეგმავენ აღნიშნული აქციის მონაწილეები და როგორ წარიმართა დღევანდელი საპროტესტო აქცია?