რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისიტკური რაკეტა, 3 საზენიტო მართვადი რაკეტა და 75 დრონი გაუშვეს - Palitra News

რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისიტკური რაკეტა, 3 საზენიტო მართვადი რაკეტა და 75 დრონი გაუშვეს

2025-04-17 15:52:03+04:00

რუსებმა უკრაინას 5 რაკეტითა და 75 დრონით შეუტიეს, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 2 ბალისიტკური რაკეტა, 3 საზენიტო მართვადი რაკეტა და 75 დრონი გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში 25 რუსული დრონი ჩამოაგდეს. ამასთან, რუსული ძალების მიერ გაშვებული 30 დრონი უარყოფითი შედეგების გარეშე ლოკაციურად დაიკარგა, უარყოფითი შედეგების გარეშე. რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ოლქი დაზარალდა.

რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ დნიპროზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა და 30 დაშავდა.