საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - Palitra News

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

2025-04-17 15:49:23+04:00

საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, 34 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულები ყაზახეთის მოქალაქეები არიან. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.