პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე აჭარაში პოლიციამ 3 პირი დააკავა - Palitra News

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე აჭარაში პოლიციამ 3 პირი დააკავა

2025-04-17 15:48:28+04:00

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე აჭარაში პოლიციამ 3 პირი დააკავა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ბათუმში მდებარე მასაჟის სალონებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. დაკავებულები ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები არიან. მათ 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ