თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდა

2025-04-17 15:46:43+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო პროცესი ჩატარდა. სასამართლო სხდომას ორივე ბრალდებული დაესწრო, თუმცა მოგვიანებით, გიორგი ჩიკვაიძე მოსამართლე იზა კელენჯერიძემ სასამართლო სხდომიდან გააძევა. დღევანდელ პროცესზე ჩიკვაიძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მასზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის საკითხზე ისაუბრა. დაცვის მხარემ რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ არცერთი არ დააკმაყოფილა. ბრალდებულის დედა და თავად ჩიკვაიძე, თვლიან რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.