მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის გზავნილებს პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ - რა განცხადებები ჟღერდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან კობახიძის საპასუხოდ - Palitra News

მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის გზავნილებს პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ - რა განცხადებები ჟღერდება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან კობახიძის საპასუხოდ

2025-04-17 15:43:16+04:00

მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის გზავნილებს პოლიტიკოსები აქტიურად განიხილავენ. თეა წულუკიანის შემდეგ ახლა უკვე ირაკლი კობახიძემ რუსთავი ორის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს გმირები, მათ შორის გიორგი ანწუხელიძე, აგენტურის დავალების შესრულებას შეეწირნენ. ამავდროულად მთავრობის მეთაურმა ისაუბრა როგორც 9 აპრილის მოვლენებზე, ასევე ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიაზე. მთავრობის მეთაურმა გახარია კვლავ აგენტად მოიხსენია და აღნიშნა რომ იძულება იყო გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრის პოსტზე დანიშვნა და სხვა გადაწყვეტილებებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკაში დატოვება. კობახიძის გზავნილებს უკვე მოჰყვა კრიტკული შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში.