კულტურის სამინისტროსთან დავით დოიაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან, რომლებიც აქციას გამართავენ - Palitra News

კულტურის სამინისტროსთან დავით დოიაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან, რომლებიც აქციას გამართავენ

2025-04-17 15:41:16+04:00

კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით დავით დოიაშვილი „ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს აღარ უხელძღვანელებს. რეჟისორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას სამსახიობო დასი პროტექსტით პასუხობს და კულტურის სამინისტროს დუმორჩილებლობას უცხადებს. სოლიდარობის გამომხატველი განცხადებები გამოაქვეყნეს თეატრმა სახელოსნომ და სამეფო უბნის თეატრმა. ხელოვანები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები, რომლებიც კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, მიიჩნევენ რომ დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების მორიგი გამოვლინებაა. ამ წუთებში კულტურის სამინისტროსთან დავით დოიაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან, რომლებიც აქციას გამართავენ.