აღდგომის დღესასწაულებზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები პასკა და კვერცხი გაძვირებულია - Palitra News

აღდგომის დღესასწაულებზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები პასკა და კვერცხი გაძვირებულია

2025-04-17 13:49:01+04:00

აღდგომის დღესასწაულებზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები პასკა და კვერცხი გაძვირებულია. რითეილერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ

წელს კვერცხის ფასი წლიურად 5-6%-ით, ხოლო პასკის ფასი დაახლოებით 5-8%-ის ფარგლებშია გაზრდილი. ასოციაციაში ასევე აცხადებენ, რომ მაღალი მოთხოვნის მიუხედავად, მარკეტებს როგორც კვერცხის, ისე პასკის საკმარისი მარაგი აქვთ და სააღდგომო პერიოდში დეფიციტი არ შეიქმნება.

სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ წელს ბაზარზე ამ სააღდგომო ტკბილეულის ახალი მომწოდებლებიც გამოჩნდნენ. ასორტიმენტთან ერთად მრავალფეროვანია ფასიც. წელს საცალო ბაზარზე პასკის ფასი დაახლოებით 10 ლარიდან იწყება, ზედა ჭერი კი დადგენილი არ არის, პასკის ზომის, მისი ცხობისთვის გამოყენებული ინგრედიენტებისა და კონდიტერის კულინარიული რეპუტაციის მიხედვით შესაძლოა რამდენიმე ასეულ ლარსაც კი აღწევდეს.