საპროტესტო აქციები “ჰამასის“ წინააღმდეგ - ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მცხოვრები ასობით ადამიანი “ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე გამოვიდა. დემონსტრანტები აგრესიის შეწყვეტას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ტერორის დასრულებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამენ. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყებამდე ღაზაში “ჰამასის“ წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები იშვიათად იმართებოდა, რომელსაც “ჰამასი“ ძალადობრივად არბევდა.