ევროკავშირმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა გადადო - უცხოური მედიების ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი ზოგიერთი მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობა და ალტერნატიული წყაროების შესახებ გაურკვევლობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომისიას ახალი საგზაო რუკის შემუშავება სურს, რათა 2027 წლისთვის ბლოკის რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება დასრულდეს. გეგმა მაისის დასაწყისში უნდა გამოცხადდეს. ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის წარდგენას ივნისამდე გეგმავს, თუმცა ოფიციალური პირების თქმით, ზომებზე მუშაობა შეფერხებით მიმდინარეობს. კომისიამ რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვის იდეა ევროკავშირის მთავრობებს იანვარში წარუდგინა.