სერბეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ჯურო მატუცი დაამტკიცა - Palitra News

სერბეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ჯურო მატუცი დაამტკიცა

2025-04-17 09:24:56+04:00

სერბეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ჯურო მატუცი დაამტკიცა. - კენჭისყრას ფორმალური სახე ჰქონდა, რადგან 250 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიას 156 დეპუტატი ჰყავს.ახალმა პრემიერ-მინისტრმა დემონსტრანტებს დიალოგისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მის მთავრობას პროტესტების დასრულება სურს. სერბეთში საპროტესტო აქციები ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, როდესაც სადგურის ბეტონის კონსტრუქციის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა. ვუჩევიჩმა პრემიერ-მინისტრობის პოსტი იანვარში დატოვა.