აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი საფრანგეთს ეწვევიან, სადაც უკრაინის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავენ. Politico წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი საფრანგეთში მიმდინარე კვირაში ჩავლენ და ფრანგულ მხარესთან მოლაპარაკებებს უკრაინის, ირანისა და სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გამართავენ. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში უიტკოფი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსაც შეხვდეს. მარკო რუბიო კი მოლაპარაკებებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან-ნოელ ბაროსთან გამართავს. გამოცემის ინფორმაციით, პარიზში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აფრიკაში გაემგზავრება.