თეთრი სახლის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს - Palitra News

თეთრი სახლის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს

2025-04-16 12:47:01+04:00

რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის მოლოდინები ოპტიმისტურია. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტს სჯერა, რომ მიმდინარე ომის დასრულება შესაძლებელია. პარალელურად, რუსეთი უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას აგრძელებს. მორიგი იერიშები ოკუპანტებმა ქალაქ ოდესაზე მიიტანეს. გასულ დღეს, ოდესაში იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტეც, რომელმაც ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ვოლოდიმირ ზელენსკი, ქვეყნისათვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების აუცილებლობაზე საუბრობს. უფრო ვრცლად, რას ამბობენ ლიდერები და როგორ ვითარდება პროცესები სამშვიდობო მოლაპარაკებების ირგვლივ.