ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი სატარიფო გაურკვევლობის ფონზე მსოფლიოს ევროპასთან მეტი ვაჭრობა სურს - Palitra News

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი სატარიფო გაურკვევლობის ფონზე მსოფლიოს ევროპასთან მეტი ვაჭრობა სურს

2025-04-16 09:31:54+04:00

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი სატარიფო გაურკვევლობის ფონზე მსოფლიოს ევროპასთან მეტი ვაჭრობა სურს. ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ტრამპის გადაწყვეტილებამ ევროპისთვის დადებითი გვერდითი ეფექტიგამოიწვია და ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმებების დადება მსოფლიოს უფრო მეტ ლიდერს სურს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან კომუნიკაცია და საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობს. ვროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპას აქვს შესაძლებლობა, ითამაშოს ძლიერი როლი ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც ნელ-ნელა ყალიბდება.