„ნატოს“ გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსისკენ უკრაინის გზა შეუქცევადია და არაფერი შეცვლილა. მანვე, ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამასთან, როგორც მან განმარტა, კიევს არავინ დაჰპირებია, რომ ალიანსში გაწევრიანება სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი იქნებოდა. რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში რჩება. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც უკრანინა ნატოს წევრი ვერასდროს გახდება, კომენტირებისას რუტემ აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება სამშვიდობო მოლაპარაკებების ნაწილი ვერ იქნება. შეგახსენებთ, ნატოს გენერალური მდივანი გასულ დღეს უკრაინას ეწვია.შეხვედრა გამართა ვოლოდიმირ ზელენსკითან და ქალაქში ვიზიტისასა დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა.