შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმების მორიგი მცდელობა - აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრას დამაჯერებელი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ხუთსაათიანი მოლაპარაკებების დროს მან ის ნაბიჯები განიხილა, რომლებსაც უკრაინაში ომის დასრულება და ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია. მისივე თქმით, პუტინისგან მუდმივი მშვიდობის უზრუნველყოფის სურვილიც მიიღო და განაცხადა, რომ შესაძლოა, შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში გახდეს შესაძლებელი.