აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის დაახლოებით განახევრებას გეგმავს, - უცხოური მედიების ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტისთვის 2026 წლის ბიუჯეტი 28 მილიარდ 4 მილიონი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული მაშინ, როცა მიმდინარე ფისკალური წლის ბიუჯეტი 54. მილიარ ოთხ მილიონ დოლარს შეადგენს. გამოცემები ვარაუდობენ, რომ შემცირებამ, შესაძლოა, აშშ-ის 30-მდე მისიის დახურვა და უცხოური დახმარების მკვეთრი შემცირება გამოიწვიოს. კერძოდ, გეგმის ფარგლებში, ადმინისტრაცია განიხილავს რეკომენდაციას, დახუროს მინიმუმ 27 მისია, რომელთაგან 10 საელჩოა, დანარჩენი კი - საკონსულოები. ასევე შეთავაზებულია სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განაწილებული უცხოური დახმარების შემცირება 38 მილიარდ სამი მილიონი დოლარიდან 16 მილიარ 9 მილიონ დოლარამდე.