"ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ოქტომბრამდე გეგმავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა წელსვე აიკრძალება და რომ ობიექტურად განსჯის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს.