მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე - ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და შემდეგ ჩვენ, საკონსტიტუციო სარჩელით - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა არ ექნება, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის - Palitra News

მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე - ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და შემდეგ ჩვენ, საკონსტიტუციო სარჩელით - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა არ ექნება, თუ ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის

2025-04-15 15:39:31+04:00

"ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანას თვითმართველობის არჩევნების შემდეგ ოქტომბრამდე გეგმავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარტია ნაციონალური მოძრაობა წელსვე აიკრძალება და რომ ობიექტურად განსჯის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს, რომ ერთპარტიული მმართველობის დაკანონებას "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს.