დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას - რას აცხადებენ დეპუტატები - Palitra News

დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას - რას აცხადებენ დეპუტატები

2025-04-15 12:33:25+04:00

ოკუპანტი რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ალაპარაკდა. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. რამდენად რეალურია საქართველოსა და ოკუპანტს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლება - ამაზე ოპოზიციაში ცალსახა პასუხი არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ვიდრე საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, იქამდე ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარიც კი შეუძლებელია. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.