ოკუპანტი რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ალაპარაკდა. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. რამდენად რეალურია საქართველოსა და ოკუპანტს შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლება - ამაზე ოპოზიციაში ცალსახა პასუხი არ აქვთ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ვიდრე საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, იქამდე ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბარიც კი შეუძლებელია. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები.