„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირების ვადას ერთი თვით ახანგრძლივებს - რას აცხადებენ მმართველ პარტიაში - Palitra News

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირების ვადას ერთი თვით ახანგრძლივებს - რას აცხადებენ მმართველ პარტიაში

2025-04-15 12:31:05+04:00

„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირების ვადას ერთი თვით ახანგრძლივებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საზოგადოებას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გააცნო. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ოპოზიციურ პარტიებს იმის შესაძლებლობას მისცემს, რომ ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთონ. თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ.