რუსეთის კურსკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი თავდასხმის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. - რუსული მედია რეგიონულ მთავრობაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმების შედეგად, რამდენიმე სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათივე ინფორმაციით, 9 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეგიონულ მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმა სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოფარეხზეც მოხდა, რის შედეგადაც 11 მანქანა დაზიანდა.