დღეს თბილისში სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას ატარებენ. აქციის ორგანიზატორია სრუდენტური მოძრაობა „სტუდენტების ერთობა საქართველოს გამარჯვებისთვის“. დემონტრაციის ორგანიზატორები თავდაპირველად თსუ-ის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ და გაივლიან იმ მარშრუტს, რომელიც „1978 წლის 14 აპრილს, დედაენის დღეს, სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა გაიარეს“.