პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დაიწყო. ამ მიმართულებით უმრავლესობამ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებები წარადგინა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, პირველი მოსმენით განიხილეს. ქართული ოცნების ინიციატივაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.