პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას ელოდება - Palitra News

პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას ელოდება

2025-04-14 09:22:27+04:00

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ოპოზზიციონერი პოლიტიკოსი - გიორგი გახარიაა დაბარებული. ჯერჯერობით უცნობია, გამოცხადდება თუ არა სხდომაზე ყოფილი პრემიერი. პარტიაში 12 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული. გახარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე ყოფნის დროს, მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით არის დაბარებული. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, ყოფილმა პრემიერმა კომისიაზე გამიცხადების შესახებ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. ისინი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი კომისია არალეგიტიმურია. დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის დანაშაულის მუხლით აღძრავს.