საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დონალდ ტრამპის მიერ ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილება, 90 დღით შეაჩეროს ქვეყნებისთვის ტარიფების დაწესება, მხოლოდ მყიფე პაუზაა. მისი განმარტებით, ამერიკული ტარიფების 90 დღით ნაწილობრივი შეჩერება სიგნალს აგზავნის და მოლაპარაკებებისთვის კარს ღიას ტოვებს. თუმცა, ეს პაუზა მყიფეა, რადგან ფოლადზე, ალუმინსა და ავტომობილებზე 25%-იანი და ყველა სხვა პროდუქტზე 10%-იანი ტარიფები კვლავ ძალაშია. მისივე თქმით, 90 დღიანი პაუზის მიუხედავად დარჩენილი ტარიფები ევროკავშირს 52 მილიარდ ევროდ უჯდება. ბიზნესები კი ატლანტიკის ორივე მხარეს და მის მიღმაც კვლავ გაურკვეველ ვითარებაში რჩებიან. პარალელურად, ჩინეთმა აშშ-ს მორიგი საპასუხო ტარიფები დაუწესა და ის 125%-მდე გაზარდა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა ორი დღის წინ Truth Social-ზე დაწერა, რომ სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღება 90 დღით დააპაუზა, ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები კი 145%-მდე გაზარდა.