პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა განახლდა. ამჯერად, განსახილველი საკითხი 2003 –2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებაა. ამ წუთებში ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებს განიხილავენ. კომისიის წევრები დოდო აფრასიძესა და ლედი აფრასიძეს უსმენენ. მანამდე დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს პასუხობდა ამირან (ბუტა) რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე. მისი თქმით, პოლიციელი, რომელიც მისი შვილი მოკლა დანაშაულის ჩადენიდან ორი წლის შემდეგ დაიჭირეს.