რეპრესიული რეჟიმის კიდევ ერთი გამოვლინება და ოპოზიციის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. - ასე აფასებენ ოპოზიციურ სპექტრში პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას. კომისიის სხდომაზე ამჯერად გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია და გიორგი გახარია არიან დაბარებული. როგორც ოპოზიციური პარტიების წევრი პოლიტიკოსები ამბობენ, არალეგიტიმური პარლამენტის შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაზე გამოცხადება დაუშვებელია. განსხვავებული მოსაზრება აქვთ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრებს. მათი თქმით, კომისიაზე მისვლა, “ქართული ოცნების” მხილება და საზოგადოებისთვის სრული სიმართლის ჩვენება მისაღებია. როგორც ისინი ამბობენ, გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიიღოს. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო საქმეს პროკურატურა სისხლის სამართლის დანშაულის მუხლით აღძრავს.