9 აპრილთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის მსგავსად განცხადება გაავრცელეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დადედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. პაპუაშვილმა პოლიტპატიმრების მშობლების ორგანიზებული აქციის მონაწილეები საბჭოთა ჯარისკაცებს შეადარა და თქვა, რომ ყველა ადამიანი, ვინც თავს ესხმოდა 9 აპრილის მემორიალთან მისულებს, როდიონოვები არიან. კახა კალაძე კი პრემიერის განცხადებაში, რომელშიც ის რუსეთს არ ახსენებს და 9 აპრილის მონაწილეების დამრბევებს უცხოურ ძალად მოიხსენიებს, უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. მისი განმარტებით, საბჭოთა კავშირი უცხოური ძალა იყო.