აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 124%-მდე ზრდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პლატფორმა Truth Social-ზე წერს და იმედს გამოთქვამს, რომგარკვეულ მომენტში, იმედია უახლოს მომავალში, ჩინეთი გაიაზრებს, რომ აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ძარცვა აღარ არის მდგრადი ან მისაღები. ასევე ტრამპი წერს, რომ 75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებს, რათა მოელაპარაკათ გამოსავალზე ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, ვალუტით მანიპულაციის და არაფულადი ტარიფების საკითხებზე. ამიტომ საბაზისო 10%-იანი ტარიფები მართალია ძალაში შევა, თუმცა გაზრდილი ტარიფების ამოქმედება 90 დღით დაპაუზდება.