მარტში სავალუტო რეზერვები დაახლოებით 4 მლნ დოლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 133 მილიონი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, მარტში 76.8 მლნ დოლარით გაიზარდა და 4.3 მლრდ დოლარი შეადგინა. ამასთან, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.6% იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ოქროს ფასის ზრდის გამო, მარტის მონაცემებით წინა თვესთან შედარებით, რეზერვების მოცულობა 64.4 მლნ დოლარით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ოქროს შესყიდვის მომენტიდან მონეტარული ოქროს ღირებულება დაახლოებით 195 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის განცხადებით რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – 2 მილიარდ 380 მილიონი დოლარი ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი დაახლოებით 753 მლნ დოლარს ინახავს. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს მიმდინარე წლის 7 მაისს გამოაქვეყნებს.