ყველაფერი მთავრდება ჩვენით , ამერიკელი მწერლის კოლინ ჰუვერის სასიყვარულო რომანია. წიგნის ორიგინალი 2016 წელს გამომცემლობაAtria Books-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა. _________________________________________________________________
წიგნის მთავარი გმირი 23 წლის კოლეჯის კურსდამთავრებული ლილი ბლუმია, რომელსაც ცხოვრებაში უამრავი სირთულე აქვს, მაგრამ ცდილობს პრობლემებს გაუმკლავდეს და ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. მისი პირველი დიდი სიყვარული რაიანი წარმატებული ექიმია, რომელიც ლილთან ურთიერთობის დაწყებას გადაწყვეტს. მაგრამ, სასიყვარულო ურთიერთობა მთავარი გმირისთვის მალევე იქცევა ტანჯვად როდესაც ის მიხვდება, რომ რაიანი კონფლიქტური ადამიანია და შესაძლოა მათი სასიყვარულო ურთიერთობა ძალადობრივად იქცეს. ლილი საბოლოოდ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდება, უარი თქვას საყვარელ მამაკაცზე თუ შეინარჩუნოს ურთიერთობა , რომელიც მას მხოლოდ ტკივილს აყენებს.კოლინ ჰუვერი 1979 წლის 11 დეკემბერს , სელფერ-სპრინგსში , ტეხასის შტატში დაიბადა. საშუალო სკოლა 1998 წელს დაამთავრდა, რის შემდეგაც ტეხასის A&M -ის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ჰუვერი სანამ სამწერლო კარიერას დაიწყებდა , სხვა და სხვა დროს მუშაობდა სოციალურ მუშაკის და მასწავლებლის პოზიციებზე.
თავისი პირველი სადებიუტო ნოველა სახელწოდებით Slammed მწერალმა 2011 წელს დაწერა. კოლინს თავდაპირველად მისი გამოქვეყნება არ ჰქონდა დაგეგმილი თუმცა გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით მან გადაწყვეტილება შეცვალა და რომანი 2012 წელს გამოიცა. წიგნმა მკითხველის დიდი მოწონება დაიმსახურა და ავტორმა იმავე წელს დაწერა წიგნის მეორე ნაწილიც, რომელსაც ასევე დიდი აღიარება ხვდა წილად. ისევე როგორც პირველი ნაწილი , ისიც მოექცა ნიუ იორკ თაიმსის 2012 წლის ბესთსელერების სიაში. კოლინ ჰუვერმა მკითხველთა მხრიდან დიდი აღიარების შემდეგ დატოვა სოციალური მუშაკის სამსახური და სრულად გადაერთო სამწერლო საქმიანობაზე. მწერალის შემოქმედება დღემდე ოთხი სხვა და სხვა სერიის 13 ნოველას , 11 დამოუკიდებელ რომანს და სამ მოკლე მოთხრობას აერთიანებს. ჰუვერის რომანები ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და 2022 წლის მონაცემებით გაყიდულია მისი წიგნების 20 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.