საქართველოში განვითარებული მოვლენები, მმართველი გუნდის მიერ განხორციელებული ქმედებები და ნაბიჯები, რომელიც პარტნიორებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ უნდა გადადგან - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც საქართველოს მეხუთე პრეზიდნეტმა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზეც გაამახვილა.