სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს იწყებს. ის ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო როლზე საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ახლა მეტი ყურადღება ქვეყნის შიდა პროცესებს უნდა დაეთმოს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჩეხეთის სენატისთვის სიტყვით მიმართვის შემდეგ სენატის პრეზიდენტთან და წევრებთან სამუშაო შეხვედრებს გეგმავს.