სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას - ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის სენატში სიტყვით გამოსვლისას - ახლა, 36 წლის შემდეგ, იმავე დღეს და იმავე გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის სისხლი დაიღვარა, ქართველები ისევ ქუჩაში დგანან

2025-04-09 15:39:03+04:00

სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტს იწყებს. ის ჩეხეთის სენატს სიტყვით მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ექსპერტები სალომე ზურაბიშვილს საერთაშორისო როლზე საუბრობენ, თუმცა განმარტავენ, რომ ახლა მეტი ყურადღება ქვეყნის შიდა პროცესებს უნდა დაეთმოს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჩეხეთის სენატისთვის სიტყვით მიმართვის შემდეგ სენატის პრეზიდენტთან და წევრებთან სამუშაო შეხვედრებს გეგმავს.