უწყვეტი პროტესტის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. რუსთაველის გამზირზე აქცია 8:00- საათზე განახლდა. ადგილზე რჩებიან საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა ამერკის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანიც. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.