გამოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ოპოზიციური ველი - Palitra News

გამოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ოპოზიციური ველი

2025-04-09 09:49:34+04:00

გამოჩნდება თუ არა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახალი ოპოზიციური ველი, რომელიც მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” მეტოქეობას გაუწევს. - საკითხს ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან და ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მიერ შექმნილი ნებისმიერი პოლიტიკური პარტია იმ იდეას გაიზიარებს, რასაც მმართველი ძალა. მათი თქმით, ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შეუძლია მაშინ, როცა ეს მათთვის ხელსაყრელი იქნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები ობიექტურ დამკვირვებლებთან ერთად, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. შესაბამისად, მათი თქმით, უპირველესად საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა შეიცვალოს.