უწყვეტი პროტესტის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა მოქალაქეებმა ღამე გაათენეს. რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდიც აღევლინა. პანაშვიდი სიმბოლურად 04:00 საათზე დაიწყო მოქალაქეებმა კი 9 აპრილის მემორიალთან სანთლებით ხელში ილოცეს, რის შემდეგაც ფიცი დადეს. ტექსტი პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა და აღნიშნა, რომ ფიცი იქნება გამაერთიანებელი და პროტესტი უფრო გამყარდება. უწყვეტი პროტესტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ოპოზიციურ სპექტრშიც. ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ პროტესტის ფონზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას ვერ გაბედავენ.